ლიონელ მესიმ ბოლო ტურში დუბლი შეასრულა და „ოქროს ბუცს“ კიდევ უფრო მიუახლოვდა
„ეიბართან“ ბოლო ტურის მატჩში ლიონელ მესიმ ორჯერ აიღო მეტოქის კარი და პირადი მონაგარი 36 გოლამდე გაზარდა, თუმცა თამაში ფრედ, 2:2 დასრულდა.
ანგარიში ბასკებმა მე-20 წუთზე კუკურელიას გოლით გახსნეს. ამის შემდეგ, 31-ე და 32-ე წუთებზე, არგენტინელმა ორჯერ მოახერხა გატანა და „ბარსელონა“ დააწინაურა, თუმცა ტაიმის მიწურულს დე ბლასისმა ისევ აღადგინა წონასწორობა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, ლიონელ მესი „ორქოს ბუცის“ უმთავრესი კანდიდატია და თუ „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ უკანასკნელ ტურში ხუთი გოლის გატანა ვერ მოახერხა, პრესტიჟული ჯილდო სწორედ არგენტინელს გადაეცემა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი 36 გოლის გარდა, მესიმ ესპანეთის თასზე ორი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 12 გოლი გაიტანა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი საერთო მონაგარი მიმდინარე სეზონში 50 გოლია.