ლიონელ მესიმ ბოლო 16 წელიწადში საფეხბურთო სიმულატორში ყველაზე დაბალი რეიტინგი მიიღო #1TVSPORT
საფეხბურთო სიმულატორის FC 25-ის (ადრე FIFA) ახალი ვერსია 27 სექტემბერს გამოვა მთელ მსოფლიოში, მანამდე კი მისმა შემქმნელებმა გამოაქვეყნეს FC 25-ის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგები.
ლიონელ მესის ფანებს იმედგაცრუება ელოდებათ – არგენტინელმა მიიღო რეიტინგი 88. მისთვის ეს ყველაზე დაბალი რეიტინგია ბოლო 16 წლის განმავლობაში. პირველად FIFA 08-ის შემდეგ, მესი 90-ზე დაბალ მაჩვენებლამდე ჩავიდა.
სულ კი FC 25-ში 15 ფეხბურთელს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე მესის, ლიდერი კი სამი მოთამაშეა: კილიან მბაპე (რეალი), როდრი (მანჩესტერ სიტი) და ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი), რომლებმაც მიიღეს მაჩვენებლები 91 დონეზე. „რეალის“ ვარსკვლავმა, ჯუდ ბელინგემმა, რომელიც თამაშის ახალი სახეა და გარეკანზე იქნება გამოსახული, მიიღო რეიტინგი 90. იგივე მახასიათებელი ექნებათ ვინისიუსს (რეალი), კევინ დე ბრუინსა (მანჩესტერ სიტი) და ჰარი კეინს (ბაიერნი).