„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ ოთხშაბათს ვერ მიიღო მონაწილეობა საერთო გუნდურ ვარჯიშში, რაც ცოტა ხნის წინ მიღებულ მცირე ტრავმას უკავშირდება, – დაწერა გამოცემა „მუნდო დეპორტივომ“.
არგენტინელი ინდივიდუალურად მუშაობდა სატრენაჟორო დარბაზში და უახლოეს დღეებში უნდა შეძლოს სრულფასოვანი ვარჯიშების განახლება.
გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ სამუელ უმტიტი და ანსუ ფატი, რომლებმაც ტრავმები მოირჩინეს.
ესპანეთის ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. „ბარსელონა“ პაუზის შემდეგ თავის პირველ შეხვედრას 13 ივნისს, სტუმრად „მალიორკას” წინააღმდეგ ჩაატარებს.