ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველი ტიტული აიღო #1TVSPORT
ლიონელ მესიმ სანაკრებო დონეზე პირველი ტიტული მოიგო – „მარაკანაზე“ ბრაზილიის ნაკრების დამარცხებით, მესიმ და არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკაზე გაიმარჯვეს.
„ბარსელონას“ ფორვარდს ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა და მასთან ერთად ოთხჯერ ითამაშა დიდი ტურნირების ფინალში, მაგრამ ყველა წააგო:
2014 წელს, არგენტინამ გერმანიასთან დათმო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი (0:1, დამატებითი დრო);
2007 წელს, არგენტინელებმა ბრაზილიასთან წააგეს კოპა ამერიკას ფინალი (0:3), 2015 და 2016 წლებში – ჩილესთან, თან ორივე შემთხვევაში პენალტების სერიაში.
მხოლოდ მეხუთე ცდა აღმოჩნდა მესისთვის წარმატებული.