ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში დაბრუნებაზე მოლაპარაკებები გამართა
ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში დაბრუნებაზე მოლაპარაკებები გამართა

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან კლაუდიო ტაპიასთან შეხვედრა გამართა. როგორც ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს, მათ მესის არგენტინის ნაკრებში დაბრუნება განიხილეს. შეგახსენებთ, რომ ლეოს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია ეროვნულ გუნდში.

მესისა და ტაპიას შეხვედრა გაიმართა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ლიბერტადორესის თასის ფინალის დროს. შეხვედრა „რივერ პლეიტმა“ 3:1 მოიგო და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული გახდა.