ლიონელ მესიმ მე-600 გოლი გაიტანა, „ბარსელონამ“ ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა
ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ცენტრალური მატჩი გაიმართა. ლიდერმა „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე მიიღო მეორეადგილოსანი „ატლეტიკო“.
ერთადერთი გოლი მატჩში ლიონელ მესიმ 26-ე წუთზე გაიტანა და „ბარსელონამ“ 1:0 მოიგო. ეს იყო არგენტინელის მე-600 გოლი კარიერაში. აქედან 539 გოლი „ბარსელონაზე“ მოდის, 61 – არგენტინის ნაკრებზე. მესის 600 გოლის გასატანად 747 მატჩი დასჭირდა.
„ბარსელონა“ კვლავაც დაუმარცხებელია ესპანეთის ჩემპიონატში, „ატლეტიკომ“ კი შეწყვიტა ექვსმატჩიანი მოგებათა სერია. სხვაობა ამ გუნდებს შორის რვა ქულამდე გაიზარდა.