ბრიტანული სტატისტიკური კომპანიის „ოპტას“ (Opta) ანალიტიკოსებმა გადაწყვიტეს – ევროპის TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში მონაწილე 30 ბომბარდირის ეფექტურობის რეიტინგი შეედგინათ. საუბარია პერიოდზე 2014-2015 წლების სეზონიდან დღემდე. კვლევისთვის გამოიყენეს პოპულარული სისტემა xG, რომელიც აფასებს სახიფათო მომენტის ხარისხს და ფეხბურთელის ეფექტურობას ამ მომენტების რეალიზაციისას.
ბოლო ხუთი სეზონის 30 საუკეთესო ბომბარდირს შორის, ყველაზე ეფექტურად საგოლე მომენტებს იყენებს ლიონელ მესი. მისმა xG-ის ინდექსმა 41-ს გადააჭარბა. მეორეზეა „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი – 27, მესამეზე “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი – 25.
ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ მე-15 ადგილზე გავიდა – მისი ინდექსი ოდნავ აჭარდებს 10-ს.
30 დასახელებულ სნაიპერს შორის, ყველაზე არაეფექტურია „რომას“ ფორვარდი ედინ ჯეკო. მისი xG „მინუს 12“-ს შეადგენს.