თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელს, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა.
პრესაში იწერებოდა, რომ არგენტინელმა ვარსკვლავმა კატალონიურ გრანდთან ახალი ხელშეკრულება უკვე შეათანხმა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
აგრეთვე აღნიშნავდნენ, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ინსვესტიციებს ეძებს მესისთან ახალი კონტრაქტის დასადებად, რომელიც 200 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
არგენტინელი თავდამსხმელის დებიუტი „ბარსელონაში“ შორეულ 2003 წელს შედგა და წლების განმავლობაში მესი კატალონიური კლუბის სიმბოლოდ იქცა.
„ბარსელონას“ შემადგენლობაში ლიონელ მესიმ 778 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 672 გოლი და 305 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.