ლიონელ მესი - შარშან ცუდი პერიოდი მქონდა, წელს ისევ ვიღებ სიამოვნებას #1TVSPORT
ლიონელ მესიმ ილაპარაკა „პარი სენ-ჟერმენში“ ცვლილებებზე შარშანდელ სეზონთან შედარებით.
„თავს კარგად ვგრძნობ. ისე არ ვარ, როგორც გასულ წელს. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა და ამის შესახებ ადრეც მითქვამს. ცუდი პერიოდი მქონდა, საკუთარი თავის პოვნას ვერ ვახერხებდი.
წელს ყველაფერი სხვანაირადაა. სხვა განწყობით მოვედი, უფრო ადაპტირებული ვარ კლუბთან, გასახდელთან, პარტნიორებთან და თამაშთან.
სიმართლე ითქვას, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ისევ ვიღებ სიამოვნებას“, – განაცხადა პარიზული კლუბის არგენტინელმა ფორვარდმა.