“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ აღნიშნა, რომ ოცნებობს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მოგებაზე. მანვე დაამატა, რომ ნაკრების ამჟამინდელი თაობისთვის ეს ჩემპიონობის ბოლო შანსია.
“ბევრჯერ მიტირია წაგებული ფინალების გამო. ის მატჩები ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის და მე ვტიროდი იმის გამო, ვერ ავასრულეთ არგენტინის ოცნებები, – განაცხადა მესიმ. – ეს სამი ფინალი უმძიმესი დარტყმა იყო.
სამწუხაროდ, ჩვენ დამოკიდებულნი ვართ შედეგებზე. ვგრძნობთ, რომ თუ რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გავხდებით, მოთამაშეთა ამ თაობას სხვა შანსი აღარ ექნება.
შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ფინალში გავედი, მოვიგე გადამწყვეტი მატჩი და თასი თავს ზემოთ ავწიე. ეს არის ოცნება, რომელიც ყოველთვის ჩემთან იყო. ყოველ ჯერზე, როცა მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება, ეს ოცნება ძლიერდება. იმედი მაქვს, რომ ეს ჩემპიონატი წარმატებული იქნება ჩვენთვის და იგივე გზას გავივლით, როგორიც 2014 წელს გვქონდა, ოღონდ იმ გასხვავებით, რომ თასი არგენტინას დარჩება”.
ლიონელ მესიმ და არგენტინის ნაკრებმა 2014, 2015 და 2016 წლებში ზედიზედ სამი ფინალი წააგეს – ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ორჯერ – კოპა ამერიკაზე.
მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.