ლიონელ მესი - როცა ანრი „ბარსელონას“ გასახდელში შემოვიდა, მისთვის თვალებში შეხედვა ვერ გავბედე
„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ აღიარა, რომ ფორვარდ ტიერი ანრისთვის თვალის გასწორების ეშინოდა, როცა ფრანგი ფეხბურთელი 2007 წელს „არსენალიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა.
„პირველ დღეს, როცა ის გასახდელში შემოვიდა, ვერ გავბედე მისთვის თვალებში შეხედვა. ვიცოდი ყველაფრის შესახებ, რასაც ის ინგლისში აკეთებდა. ის უკვე შემდგარი ფეხბურთელი იყო, რომლის შესახებაც ყველაფერი იცოდნენ და უცებ ჩვენ ერთ გუნდში აღმოვჩნდით. აღფრთოვანებული ვიყავი ანრით, მე ის მომწონდა. გაოცებდა ის სიმსუბუქე, რომლითაც ის მომენტებს იყენებდა. უყურებდი მის თამაშს და გეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ბუნებრივად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ხდებოდა“, – მოჰყავს მესის სიტყვები „ეკიპს“ (L’Equipe).
ლიონელ მესი და ტიერი ანრი „ბარსელონაში“ ერთად 2007-10 წლებში თამაშობდნენ.