„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი თავად გადაწყვეტს, ითამაშებს თუ არა ესპანეთის თასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ.
„მუნდო დეპორტივოს“ (Mundo Deportivo) მონაცემებით, გადამწყვეტი სიტყვა ამ საკითხში სწორედ არგენტინელს ეკუთვნის. მას სურს მატჩში მონაწილეობა, მაგრამ ამასთან ერთად, კარგად ესმის, რომ ეს არის სათასო შეხვედრა, გუნდის პრიორიტეტული მიზნები კი ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგაა.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ფეხის ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, „ვალენსიას“ (2:2) წინააღმდეგ მიიღო და ორი ვარჯიში გამოტოვა, თუმცა სამშაბათს მზადებას გუნდთან ერთად გადიოდა.
„ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი 6 თებერვალს, 23 საათსა და 59 წუთზე დაიწყება. ამ სეზონში გუნდები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს – 18 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში „ბარსამ“ ანგარიშით 5:1 მოიგო. კატალონიელთა შემადგენლობაში მესის მაშინაც არ უთამაშია.