ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ მესამე მოქმედი მფლობელია, რომელიც მომდევნო წელს ნომინანტებში ვერ მოხვდა #1TVSPORT
ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ მესამე მოქმედი მფლობელია, რომელიც მომდევნო წელს ნომინანტებში ვერ მოხვდა #1TVSPORT

ფრანგულმა გამოცემა France Football-მა გამოაცხადა 2022 წლის „ოქროს ბურთზე“ 30 ნომინანტი:

ტიბო კურტუა (რეალი), რაფაელ ლეაო (მილანი), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიპციგი, გერმანია), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ვინისიუსი (რეალი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), ლუის დიასი (ლივერპული), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი), კაზემირო (რეალი), ჰეონ-მინ სონი (ტოტენჰემი), ფაბინიო (ლივერპული), ქარიმ ბენზემა (რეალი), მაიკ მენიანი (მილანი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), დარვინ ნუნიესი (ლივერპული), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ბაიერნი), სებასტიან ალერი (დორტმუნდი), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი).

ნომინანტთა გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდა 2022 წლის ლაურეატი, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი – პირველად 2005 წლის შემდეგ. ამით არგენტინელი გახდა „ოქროს ბურთის“ მესამე მოქმედი მფლობელი, რომელიც მომდევნო წელს ვერ ვნახეთ პრეტენდენტთა შორის. პირველად ასეთი რამ შეემთხვა მარკო ვან ბასტენს, რომელმაც 1992 წელს მოიგო „ოქროს ბურთი“, მაგრამ 1993 წელს ნომინირებული არ ყოფილა, მეორედ – ლუკა მოდრიჩს, ვინც 2018 წელს გახდა საუკეთესო, 2019-ში კი ნომინანტებს შორის არ ყოფილა.

„ოქროს ბურთის“ შვიდგზის მფლობელმა მესიმ შარშან ლიგა 1-ის სეზონში მხოლოდ ექვსი გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალში დამარცხდა „რეალთან“.

„ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია 2022 წლის 17 ოქტომბერს, პარიზში გაიმართება.