ლიონელ მესი - ნორმალურია, რომ რონალდო გატანას აგრძელებს
ლიონელ მესი - ნორმალურია, რომ რონალდო გატანას აგრძელებს

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ შეფასება მისცა „იუვენტუსის“ ლიდერის კრიშტიანო რონალდოს თამაშს მიმდინარე სეზონში.

„ნორმალურია, რომ ის აგრძელებს გოლების გატანას. რონალდოს უყვარს ეს საქმე. ნებისმიერ დღეს, როცა თამაშობს, გოლი გააქვს. კრიშტიანოს თავდამსხმელის ბევრი კარგი თვისება გააჩნია”, – თქვა მესიმ.

35 წლის კრიშტიანო რონალდომ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 20 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.