„ბარსელონას“ ფორვარდი – ლიონელ მესი, პირველად გამოჩნდა პუბლიკის წინაშე იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც ესპანეთის პრიმერას მეცხრე ტურში „სევილიას“ წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო.
მესიმ და „ბარსას“ კიდევ ერთმა ფორვარდმა – ლუის სუარესმა, საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად ბარსელონას ცენტრალურ პარკში გაისეირნეს. ამასთან, მესი იღიმებოდა და აშკარად არ გრძნობდა დისკომფორტს ხელის ტრავმის გამო.
შეგახსენებთ – „სევილიასთან“ მატჩის პირველ ტაიმში, მესი მარჯვენა ხელზე უხერხულად დაეცა და იძულებული გახდა მინდორი დაეტოვებინა. არგენტინელს ხელის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს და მას მინიმუმ სამი კვირის გამოტოვება მოუწევს.