ლიონელ მესი - მე მაქვს ოცნება, რომელსაც ვეღარ ავისრულებ
ლიონელ მესი - მე მაქვს ოცნება, რომელსაც ვეღარ ავისრულებ

„ბარსელონას“ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ ჟურნალისტებს სანუკვარი ოცნება გაანდო, რომელსაც, როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, უკვე ვერასდროს აისრულებს.

„მართალია, მე თითქოს ყველაფერი მაქვს, რაზეც ადამიანმა მხოლოდ შეიძლება იოცნებოს, – ციტირებს ლიონელ მესის სიტყვებს Mundo Deportivo. – თუმცა, მეც მაქვს ოცნება, რომელსაც უკვე ვეღარ ავიხდენ – უბრალოდ მსურს, ხალხს შევერიო და ვერავინ მიცნოს.

ზოგჯერ ძალიან გულით მინდა, რომ ხალხმრავალ ქუჩებში გავისეირნო, წავიდე კინოში, რესტორანში და ეს აჟიოტაჟის გარეშე მოხდეს, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში არ მოვექცე“, – ამბობს ლიონელ მესი.