ლიონელ მესი მბაპეზე - შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ის ძალიან კარგად ფლობს ესპანურს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა FranceFootball-ს.
არგენტინელმა ვარსკვლავმა აზრი გამოთქვა თანაგუნდელ კილიან მბაპეზე.
„პირველივე დღეებიდან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, თან მბაპე შესანიშნავად ფლობს ესპანურს. ასეთ ფეხბურთელთან ურთიერთობის დალაგება ძალიან იოლია.
მოედნის მიღმა კარგი დამოკიდებულების წყალობით, ყველაფერი მარტივი ხდება, თუმცა, ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად აეწყობა.
დროთა განმავლობაში, უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს, ეს ბუნებრივი პროცესია. დიდი ხანია ვიცნობ ნეიმარს, ერთად ვატარებდით მნიშვნელოვან მატჩებს, ახლოს ვართ ერთმანეთთან. იგივეა მბაპესთან მიმართებაში – ვარჯიშები და თამაშები დაგვეხმარება დაახლოებაში. რაც უფრო ხშირად ვართ ერთად გასახდელში, მით უფრო უკეთ გვესმის ერთმანეთის მინდორზე“, – ამბობს მესი.