ლიონელ მესი ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეა ნომინირებული #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდები – ლიონელ მესი და კილიან მბაპე ნომინირებულნი არიან საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე.
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა პროფკავშირმა გამოაცხადა მოთამაშეების სია, რომლების 2022-23 წლების სეზონის ინდივიდუალურ პრიზებზე არიან ნომინირებულები. ასევე, პრიზი გადაეცემა სეზონის საუკეთესო მწვრთნელს.
ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო მოთამაშე – ჯონათან დევიდი (ლილი), სეკო ფოფანა, ლოი ოპენდა (ორივე – ლანსი), კილიან მბაპე, ლიონელ მესი (ორივე – პარი სენ-ჟერმენი).
საუკეთესო მწვრთნელი – პაულო ფონსეკა (ლილი), პასკალ გასტიენი (კლერმონი), ფრანკ ესი (ლანსი), ფილიპ მონტანიე (ტულუზა), იგორ ტუდორი (მარსელი).
საუკეთესო მეკარე – ლუკა შევალიე (ლილი), ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი), ანტონი ლოპეში (ლიონი), პაუ ლოპესი (მარსელი), ბრის სამბა (ლანსი).
დაჯილდოების ცერემონია 28 მაისს გაიმართება.
კილიან მბაპე ზედიზედ სამჯერ იყო დასახელებული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ – 2019, 2021 და 2022 წლებში (2020 წელს პრიზები არ დარიგებულა).