„პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ ილაპარაკა იმის შესახებ, რომ 2021 წლის ბოლოს, არდადეგებისას კორონავირუსით დაავადდა.
„მაშინ ვთქვი, რომ ვიწყებ ახალ წელს და კლუბში კარგად დამუხტული ჩავალ, მით უმეტეს, რომ ადაპტაცია გავლილია. და უცებ კორონავირუსი წამომეწია.
მან ძალიან ძლიერად დამარტყა. სიმპტომები ისეთი იყო, როგორც სხვების: ძლიერი ხველა, ტკივილი ყელში, ციებ-ცხელება. მაგრამ დამიტოვა ცუდი შედეგები. ვარჯიში არ შემეძლო. დავბრუნდი და თვენახევარი სირბილსაც კი ვერ ვახერხებდი, რადგან ამან ჩემს ფილტვებზეც იმოქმედა.
კლუბში ძალიან ადრე დავბრუნდი, მინდოდა რბენა და ვარჯიში, მაგრამ ცუდად ვიყავი“, – განაცხადა მესიმ TyC Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.