ბრიტანულმა საბუკმეიკერო კანტორებმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში სავარაუდო გამარჯვებულთა ფსონები შეცვალეს.
თუ ადრე 2018 წლის ფავორიტად მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნეოდა, ახლა პირველ ადგილზე “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი გადავიდა. ალბათობა, რომ ფიფა საუკეთესოდ სწორედ არგენტინელს დაასახელებს, 2.375-ით შეფასდა, მეორე ადგილზე კი არა რონალდუ, არამედ “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარია. მისი კოეფიციენტი 4.50 გახლავთ.
კრიშტიანუ რონალდუს რაც შეეხება, მისი კოეფიციენტია 8.00. პორტუგალიელი მესამე ადგილს “მანჩესტერ სიტის” პლეიმეიკერ კევინ დე ბრუინთან ერთად იყოფს.
ათ შემდეგ მოდიან ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”, 13.00), კილიან მბაპე (“მონაკო”, 26.00), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), ედენ აზარი (“ჩელსი”), მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”) და ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) – 29.00.