არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი 37-ე წუთზე გააძევეს მოედნიდან კოპა ამერიკას მესამე ადგილისთვის მატჩში. „ბარსელონას“ ფორვარდს ჩილეს ნაკრების ნახევარმცველ გარი მედელთან კონფლიქტი მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. შეხვედრის მთავარი არბიტრი მარიო ალბერტო დიას დე ვივარი არ დაელოდა კონფლიქტის დასრულებას და ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.
32 წლის მესი კარიერაში მეორედ გააძევეს. პირველ ჯერზეც ეს სანაკრებო მატჩში მოხდა – 2005 წელს, უნგრეთთან ამხანაგურ შეხვედრაში, როცა ლეოს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ გუნდში. მესი გააძევეს 47 წამში მას შემდეგ, რაც შეცვლაზე შევიდა მოედანზე.
ლიონელ მესის კარიერაში 823 მატჩი (136 – ნაკრებში, 687 – „ბარსელონაში“) აქვს ჩატარებული.
That should be a yellow for Medel and nothing for Messi. Messi just has his hands up and he didn’t even retaliate, why is he even sending him off? bad officiating!! i feel sorry for him tho
Whatever you do Messi Is Still best and the GREATEST footballer ever!! pic.twitter.com/QfwXoVnrRq