„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ აღიარა, რომ არ ნანობს იმას, თუ როგორ ვითარდებოდა მისი კარიერა. მრავალრიცხოვანი ტიტულის მიუხედავად, მესის არასოდეს მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატი. ის ახლოს იყო ამ ტიტულთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ არგენტინამ ფინალში გერმანიასთან წააგო.
„ვისურვებდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებას, მაგრამ, ალბათ, არაფერს შევცვლიდი ჩემს კარიერაში იმისთვის, რომ ამ ტურნირზე გამემარჯვა. მაქვს ყველაფერი, რაც ღმერთმა მიბოძა. ვერც კი ვიოცნებებდი იმაზე, რასაც მივაღწიე ცხოვრებაში. ჩემი კარიერა იმაზე გაცილებით უკეთ განვითარდა, ვიდრე წარმომედგინა“, – თქვა 32 წლის ფეხბურთელმა.