ლიონელ მესი - გვარდიოლა და ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთნელები არიან, ვისთანაც მიმუშავია
ლიონელ მესიმ ერთ-ერთ ესპანურ გადაცემაში აღნიშნა, რომ პეპ გვარდიოლა და ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთნელები არიან, ვისთანაც მას „ბარსელონაში“ უმუშავია.
„პეპს აქვს რაღაც განსაკუთრებული, ის ახერხებს სხვანაირად დაგანახოს ბევრი რამ. როგორ ემზადებოდა მატჩებისთვის დაცვაშიც და შეტევაშიც. ის ზუსტად გეუბნებოდა გასამარჯვებლად თამაშის დროს როგორ უნდა შეგეტია.
მე გამიმართლა, რომ დიდი ხანი მომიწია გვარდიოლასთან და ლუის ენრიკესთან ერთად ყოფნა. მათთან მე განვვითარდი, ფეხბურთის თამაშითაც და ტაქტიკურადაც“, – აცხადებს ლიონელ მესი.
გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს „ბარსელონაში“ ყოფნის პერიოდში, (2008-2017) კატალონიურმა კლუბმა საერთო ჯამში 20 ტიტულის მოგება მოახერხა.
პეპის დროს (2008-2012) „ბარსამ“ 14 ტიტული მოიპოვა და მის ხელში მესი ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაც იქცა.
ლუის ენრიკე მთავარ მწვრთნელად 2014 წელს დაინიშნა, მან „ბარსელონასთან“ ერთად სამჯერ ესპანეთის თასის, ორჯერ ლა ლიგის, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.