ლიონელ მესი ფიფა-ს (FIFA) ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელია - „ლა სკალაში“ წლის პრიზები დარიგდა
მილანში, „ლა სკალას“ საოპერო თეატრში გაიმართა ფიფა-ს (FIFA) 2018-2019 წლების სეზონის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრიზს The Best ჰქვია.
მთავარ ნომინაციაში – „წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი“ გაიმარჯვა არგენტინელმა ლიონელ მესიმ. ის ფიფა-ს ვერსიით მეექვსედ გახდა წლის ფეხბურთელი. მესიმ ხმების 46 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე გასულ ჰოლანდიელს ვირჯილ ვან დეიკს 38 პროცენტი ჰქონდა. მესამე იყო პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ – 36 პროცენტით.
შეგახსენებთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევენ ფიფა-ს წევრი ქვეყნების ნაკრებთა კაპიტნები და მწვრთნელები, აგრეთვე ჟურნალისტები და გულშემატკივრები.
ტრადიციულ ნომინაციებში გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ლიონელ მესი (არგენტინა)
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – მეგან რაპინო (აშშ)
საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი – იურგენ კლოპი (გერმანია)
საუკეთესო ქალი მწვრთნელი – ჯილ ელისი (აშშ)
საუკეთესო მამაკაცი მეკარე – ალისონი (ბრაზილია)
საუკეთესო ქალი მეკარე – სარი ვან ვეენენდაალი (ჰოლანდია)
წლის საუკეთესო გოლი – დანიელ ჟორი (უნგრეთი)
ფანების პრიზი – სილვია გრეკო
ფეარ პლეის პრიზი – მარსელო ბიელსა.
სიმბოლური ნაკრები (მამაკაცები) – ალისონი – მატეის დე ლიგტი, მარსელო, სერხიო რამოსი, ვირჯილ ვან დეიკი – ფრენკი დე იონგი, ედენ აზარი, ლუკა მოდრიჩი – კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, ლიონელ მესი.
სიმბოლური ნაკრები (ქალები) – სარი ვან ვეენენდაალი – ლუსი ბრონზი, ნილა ფიშერი, კელეი ო’ჰარა, ვენდი რენარი – ჟული ერტცი, ამანდინ ჰენრი, როუზ ლაველი – მარტა, ალექს მორგანი, მეგან რაპინო.