„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, ექვსი მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებლით, ყველა იმ ფეხბურთელს შორის, რომლებიც ევროპის TOP 5 ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში გამოდიან, 2018 წლის ლიდერია.
ამ კალენდარულ წელს, არგენტინელმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ყველაზე მეტი წარმატებული ფინტი ჰქონდა, ყველაზე მეტი ჯარიმა და ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან, აგრეთვე, ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა. ამასთან, მესის გარკვეული მიზეზების გამო, 2018 წელს სამი კვირა გაუცდა.
მიმდინარე სეზონში, 31 წლის ლეომ 15 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში და 15 გოლი გაიტანა, აგრეთვე, 10 შედეგიანი პასი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მესიმ მეხუთე ადგილი დაიკავა.