არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მესი ეროვნულ გუნდში დააბრუნა. „ბარსელონას“ ლიდერმა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ასოციაციის კრიტიკის გამო მიღებული სამთვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. ლიონელ მესი ბრაზილიასთან და პარაგვაისთან უახლოეს ამხანაგურ მატჩებში ითამაშებს.
მეკარეები – ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი), აგუსტინ მარკეზინი (პორტუ, პორტუგალია), ხუან მუსო (უდინეზე, იტალია), ემილიანო მარტინესი (არსენალი, ინგლისი);
მცველები – ხუან ფოიტი (ტოტენჰემი, ინგლისი), რენცო სარავია (პორტუ, პორტუგალია), ხერმან პეცელია (ფიორენტინა, იტალია), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მარკლო როხო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ვალტერ კანემანი (გრემიო, ბრაზილია), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია), ნეუენ პერესი (ფამალიკაო, პორტუგალია);
ნახევარმცველები – გვიდო როდრიგესი (ამერიკა, მექსიკა), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი, ინგლისი), ლეანდრო პარედესი (პსჟ, არგენტინა), ნიკოლას დომინგესი (ველეს სარსფილდი), როდრიგო დე პაული (უდინეზე, იტალია), მარკოს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), რობერტო პერეირა (უოტფორდი, ინგლისი), ლუკას ოკამპოსი (სევილია, ესპანეთი);
ფორვარდები – ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ლუკას ალარიო (ლევერკუზენი, გერმანია), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ნიკოლას გონსალესი (შტუტგარტი, გერმანია).