ლიონელ მესი - დამარწმუნეს, რომ ბარტომეუ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს
ლიონელ მესი - დამარწმუნეს, რომ ბარტომეუ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ საკუთარი აზრი გამოთქვა პიარსააგენტოსთან დაკავშირებულ ცნობილ სკანდალზე, რომელსაც, თითქოს, კონტრაქტი ჰქონდა კლუბის პრეზიდენტთან ხოსეპ ბარტომეუსთან მისთვის დადებითი იმიჯის შესაქმნელად. პარალელურად, ამ კომპანიას უნდა გაეკრიტიკებინა „ბარსელონას“ ფეხბურთელები, მათ შორის, მესიც.

„- სამშაბათს, 18 თებერვალს, ბარტომეუს გუნდის ლიდერებთან ჰქონდა შეხვედრა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო. თქვენ დაგაკმაყოფილათ მისმა ახსნა-განმარტებამ?

– სიტუაციამ ძალიან გამაკვირვა, რადგან არ ვიმყოფებოდი ბარსელონაში. როცა კატალონიაში დავბრუნდი, ცოტ-ცოტა ყველაფრის შესახებ შევიტყვე. პრეზიდენტმა ჩვენც იგივე მოგვიყვა, რასაც ადრე საჯაროდ ამბობდა, იგივე სიტყვებით გადმოსცა ყველაფერი, როგორც პრესკონფერენციაზე: რომ შეიქმნა ამგვარი სიტუაცია და რა მოხდა კონკრეტულად. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, მხოლოდ ის ვიცი, რაც თქვენ. ის, რაც ბარტომეუმ გუნდის ლიდერებთან თქვა, იგივე ჟურნალისტებთან გაიმეორა.

– თქვენ დაგაკმაყოფილათ მისმა ახსნა-განმარტებამ?

– სიმართლე ისაა, რომ მსგავსი ამბები ძალიან მაკვირვებს, მაგრამ მე ასევე დამარწმუნეს, რომ მალე გაჩნდება ბარტომეუს გამამართლებელი მტკიცებულებები. უნდა მოვიცადოთ, რომ დავრწმუნდეთ – ეს სიმართლეა თუ არა.  მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, ველოდები, რით დამთავრდება ყველაფერი. და მაინც, ეს ძალიან უცნაური ისტორიაა.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს, რადიო Cadena Ser-მა გამოაცხადა, რომ ხოსეპ ბარტომეუმ დაიქირავა ანალიტიკური სააგენტო I3 Ventures, რომელსაც 100-ზე მეტი „ექაუნთი“ აქვს სოციალურ ქსელებში და აკრიტიკებს „ბარსელონას“ წამყვან ფეხბურთელებს. ეს კეთდება ბარტომეუს მხარდასაჭერად 2021 წელს, კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებზე.