ლიონელ მესი - ჩემზე შეტევის ბრძანება მადრიდიდან მოდიოდა
ლიონელ მესი - ჩემზე შეტევის ბრძანება მადრიდიდან მოდიოდა

„ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის მიაჩნია, რომ მისი პრობლემები ესპანეთის საგადასახადო ორგანოებთან ხელოვნურად იყო შექმნილი მადრიდიდან გაცემული ბრძანებით. არგენტინელმა აღიარა, რომ მისთვის რთული აღმოჩნდა ამ ზეწოლის გადატანა.

„ამ მხრივ, წელი საკმაოდ რთული გამოვიდა,“ – განაცხადა Sport.es-თან კომენტარში მესიმ. „რა თქმა უნდა, დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ, მაგრამ მიტევდნენ, ათას რამეს ამბობდნენ ჩემზე, მამაჩემზე, ჩემს ხალხზე. რთული იყო. ბედნიერი ვარ, რომ ვიგრძენი „ბარსელონას“, კატალონელებისა და გულშემატკივრების მხარდაჭერა. ეს მიმსუბუქებდა სიტუაციას. ვფიქრობ, არსებობდა გარკვეული შეკვეთა ან ბრძანება ჩემს შეტევაზე. ის მადრიდიდან მოდიოდა. ვიცი, რომ ასე იყო.“