ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ დააანონსა თავისი მომდევნო ნომრის გამოსვლა. გაზეთის გარეკანზე გამოტანილია „ბარსელონას“ კაპიტნის ლიონელ მესის გამოსახულება. არგენტინელი ვარსკვლავი ასევე არგენტინელ რევოლუციონერს ჩე გევარას მოგაგონებთ, ფოტოს ქვემოთ კი არის წარწერა: „ლიონელ მესი. ბარსელონელი ჩე“.
„ეკიპმა“ ამგვარად გამოარჩია არგენტინელის როლი „ბარსელონაში“. კერძოდ, მესიმ გამოაცხადა, რომ კლუბის ძირითადი მოთამაშეები დათანხმდნენ ხელფასის 70 პროცენტით შემცირებას.