ლიონელ მესი ბრაიანტის დაღუპვაზე - უნდა გვახსოვდეს ასეთი ფაქტები, რათა გავიგოთ ცხოვრების ფასი
„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ საკუთარი ემოციების შესახებ მოყვა, როცა პირველად შეიტყო ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის დაღუპვის შესახებ.
„სახტად დავრჩი. შვილებთან ერთად ვუყურებდი ახალ ამბებს და ცოტა რამ თუ მესმოდა, სანამ მკაფიოდ არ გავიგე ყველაფერი. ეს იყო შოკი, მინდოდა, რომ ეს შეცდომა ყოფილიყო.
როცა მსგავსი რამ ხდება ან ვინმე სერიოზულად ავადდება, ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რამდენად კარგ სიტუაციაში ვიმყოფებით. მაგრამ შემდეგ, შედიხარ ყოველდღიურ ცხოვრებაში და სამწუხაროდ, ივიწყებ ამ ყველაფერს. უნდა გვახსოვდეს ასეთი ფაქტები, რათა გავიგოთ ცხოვრების ფასი და ვიცოდეთ, როგორ მოვეპყროთ მას“, – თქვა მესიმ.
კობი ბრაიანტი 26 იანვარს, ვერტმფრენის ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.