„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი თავისი გუნდის ბოლო მატჩებში ბარძაყის ტრავმით თამაშობდა.
არგენტინელს მტკივანი ფეხით მოედანზე გასვლა ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს ტრავმების გამო მოუწია. რომ არა რთული საკადრო სიტუაცია, კატალონელთა სამწვრთნელო შტაბი მესის დასვენების საშუალებას მისცემდა.
დემბელე მინდორზე ნოემბერის ბოლოდან არ გასულა, როცა ტრავმა მიიღო „დორტმუნდთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში. სამშაბათს, „ბარსელონამ” გამოაცხადა, რომ მორიგი ვარჯიშის შემდეგ, ფრანგ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე მყესი გაუწყდა. დემბელეს აღდგენის ვადები ჯერჯერობით უცნობია.
სუარესმა 12 იანვარს მარჯვენა მუხლის მენისკზე ოპერაცია გადაიტანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენას მინიმუმ ოთხ თვე დასჭირდება.