იმის მიუხედავად, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის პრეტენდენტთა საბოლოო სიაში ვერ მოხვდა, „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი ლონდონში ფიფას პრიზების გადაცემის ცერემონიას დაეწრება , – იტყობინება გაზეთი „დეილი მეილიტ“ (Daily Mail).
31 წლის არგენტინელი წლის სიმბოლურ ნაკრებში შესვლაზე აცხადებს პრეტენზიას, გარდა ამისა, მისი გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიგერიის ნაკრების კარში ნომინირებულია წლის გოლის კატეგორიაში.
შეგახსენებთ, რომ ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში შესულები არიან: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, „რეალი“), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, „ლივერპული“) და ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, „რეალი“). მესი ფინალისტთა სიაში 2006 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა.
ფიფას დაჯილდოვების ცერემონია ლონდონში, 24 სექტემბერს გაიმართება.