ლიონელ მესი - ბედნიერი ვარ პსჟ-ში, მომხიბლა პროექტმა და გუნდის შემადგენლობამ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა FranceFootball-ს.
არგენტინელმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა „ბარსელონას“ დატოვების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენთან“ გააფორმა კონტრაქტი,
„ბარსელონა“ გამოვიდა განცხადებით იმის შესახებ, რომ მე აღარ დავრჩებოდი გუნდში და ამ მომენტიდან დავიწყე მომავალზე ფიქრი. ახალი კლუბი უნდა მეპოვნა კარიერის გასაგრძელებლად.
რამდენიმე გუნდისგან მივიღე წინადადება, მათ შორის იყო „პარი სენ-ჟერმენი“. მადლობა, რომ თავიდანვე ნათგან თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი.
მათ დამანახეს, რომ მართლაც დაინტერესებულნი იყვნენ ჩემით, მზრუნველობა გამოიჩინეს. მადლობა მათ ამისთვის, რადგან დღეს მე ბედნიერი ვარ. სხვა წინადადებებიც იყო… მაგრამ ჩვენ საკმაოდ სწრაფად მივედით პსჟ-სთან შეთანხმებამდე.
ცხადია, რომ მე მომხიბლა პროექტმა, მოთამაშეების ჯგუფმა, გუნდის დონემ. ამ ყველაფერმა გაამარტივა მოლაპარაკებები.
საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ იოლი იქნებოდა ადაპტაცია, რადგან გასახდელში მეგობრები დამხვდებოდნენ. და არ შევმცდარვარ – ადაპტირება ძალიან იოლი გამოვიდა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ბევრი მოთამაშე აქ ესპანურად ლაპარაკობს“, – მოჰყავს მესის სიტყვები FranceFootball-ს.