არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი, BBC Sports-ის ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი მიიღებს პრიზს, რომლის სრული სახელწოდებაა – BBC Sports Personality’s World Sport Star.
ეს ჯილდო გადაეცემა სპორტსმენს, რომელმაც წლის განმავლობაში მსოფლიო დონეზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
35 წლის მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ფორვარდმა შვიდ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა, მათ შორის, ორი ფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, ასევე 11-მეტრიანი გამოიყენა პენალტების სერიის დროს.