ლიონელ მესი ბარსელონას აეროპორტში 15 ჩემოდნით ჩავიდა #1TVSPORT
ლიონელ მესი ბარსელონას აეროპორტში 15 ჩემოდნით ჩავიდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი კვირას ბარსელონას აეროპორტში შეამჩნიეს.

როგორც გაზეთი Daily Star-ი წერს, არგენტინელი ესპანეთში დიდი რაოდენობით ბარგით ჩავიდა – მას, მინიმუმ, 15 ჩემოდანი ჰქონდა. მესიმ აეროპორტის შენობა უკანა გასასვლელიდან დატოვა, რათა თავიდან აეცილებინა პრესასთან შეხვედრა.

ესპანური მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ მესი ახლოს არის „ბარსელონაში“ დაბრუნებასთან, ხოლო კონტრაქტის გაფორმება უახლოეს დროში შედგება.