ლიონელ მესი - „ბარსელონა“ ჩავისთან ერთად ძალიან გაიზრდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ აზრი გამოთქვა „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად მისი ყოფილი პარტნიორის ჩავის დანიშვნის შესახებ.
„ჩავი – ეს არის მწვრთნელი, რომელმაც ბევრი იცის. ის ძალიან კარგად იცნობს კლუბს, რომელშიც ბავშვობიდან თამაშობდა.
მისი დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩავისთან ერთად „ბარსელონა“ ძალიან გაიზრდება“, – განაცხადა მესიმ „მარკასთან“ ინტერვიუში.
ჩავიმ, რომელმაც „ბარსელონაში“ პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი გაატარა, 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.