„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი დაუბრუნდება ეროვნულ გუნდს – პირველად, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ.
როგორც არგენტინული პრესა წერს, ლეოს „ქამბექი“ მარტში, ვენესუელას წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში შედგება. თამაში 22 მარტს არის ჩანიშნული.
ბოლოჯერ მესიმ არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ.
დიდი ალბათობით, ლიონელ მესი 2019 წელს კოპა ამერიკაზე ითამაშებს. ჯგუფურ ეტაპზე არგენტინის ნაკრების მეტოქეები კოლუმბია, პარაგვაი და ყატარი არიან.