ლიონელ მესი - არც ერთ კლუბთან არ მაქვს მოლაპარაკებები, არ ვიცი წავალ თუ არა „ბარსელონადან“
„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ La Sexta-სთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარ მომავალზე ილაპარაკა. არგენტინელის კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
„არ ვაწარმოებ არც ერთ კლუბთან წინასწარ მოლაპარაკებებს. უკვე ვთქვი, რომ სეზონის ბოლომდე ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი სიცხადე არ იქნება. ვნახოთ, როგორ გავუმკლავდებით პრობლემებს და რა იქნება მომავალში.
ნეიმარი? მისი დაბრუნება ძვირი სიამოვნება იქნება.
მინდა ოდესღაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითამაშო, ეს ყოველთვის იყო ჩემი ოცნება. არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს!
„რეალში“ და „ატლეტიკოში“ არ გადავალ. ეს წარმოუდგენელია. არ ვიცი, წავალ თუ არა „ბარსელონადან“, ამის შესახებ სეზონის ბოლოს ვიტყვი. იმედია, დავრჩები კლუბის ნაწილად, როცა კარიერას დავასრულებ“, – განაცხადა მესიმ.