„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ არ იცის, რა ასაკში დაასრულებს მოთამაშის კარიერას. არგენტინელის თქმით, მას ჯერ არ მიუღწევია ყველა დასახული მიზნისთვის.
„რამდენი დამრჩა კარიერის ბოლომდე? ძალიან რთული შეკითხვაა. არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ რამდენიმე წელი დამრჩა. სურვილი და ენთუზიაზმი ყოველ დღე სულ უფრო მეტია. ჯერ კიდევ მაქვს ბევრი მიზანი, რომლის მიღწევაც მსურს. ამჟამად, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და არ ვიცი – წავალ თუ არა ფეხბურთიდან. შესაძლოა, ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი, მაგრამ ეს დღე აუცილებლად დადგება“, – მოჰყავს „ბარსელონას“ ლიდერის სიტყვები გაზეთ AS-ს.
ამავე ინტერვიუში მესის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მომავალ ფინალზეც ჰკითხეს.
„შეხვედრა ესპანეთთან 2018 წლის მუნდიალის ფინალში? გამოდის, არგენტინა ფინალში გაიყვანეთ? ამაზე თანახმა ვარ. ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება. დიდი ხანია, ესპანეთში ვცხოვრობ, ამ ნაკრებში ბევრი მეგობარი მყავს. იმედია, ასეც მოხდება. ოღონდ, ფინალს არგენტინა მოიგებს“, – განაცხადა მესიმ.
27 მარტს ესპანეთის ნაკრებმა 6:1 გაანადგურა არგენტინა ამხანაგურ მატჩში. მესიმ შეხვედრა მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.