„ბარსელონას“ არგენტინელმა თავდმასხმელმა საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა და არ გამორიცხა, რომ დიდ ფეხბურთში 40 წლამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კატალონიური კლუბის ყოფილმა მცველმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მესი, თავისი ფიზიკური კონდიციის გათვალისწინებით ფეხბურთს 38 წლამდე ითამაშებს.
„დიახ, ჩემი ასაკი ადგილზე არ დგას, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ თავს ახლა უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე წლების წინ, – ციტირებს Mundo Deportivo ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის სიტყვებს.
– თავს კონკრეტულ მიზნებს არ ვუსახავ, მე შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ვარ. შევძლებ 40 წლამდე თამაშს? ვნახოთ, ყველაფერი, როგორ დალაგდება.“ – ამბობს ლიონელ მესი.