ლიონელ მესი აცხადებს, რომ ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნება ძალიან სურდა
არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი აცხადებს, რომ ძალიან სურდა ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნება.
„ის ყველაფერზე წავიდოდა, რომ დაბრუნებულიყო, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, რამდენაც დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში კლუბმა“, – უთხრა მესიმ ესპანურ გაზეთ „სპორტს“, – „მისი გუნდში ყოფნა მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებოდა, თუმცა იმ ხალხისაც მესმის, ვინც მისი დაბრუნების წინააღმდეგი იყო“.
2013-2017 წლებში, ნეიმარმა ბარსელონას მაისურით 186 მატჩი ჩაატარა და 105 გოლი გაიტანა, შემდეგ კი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, სადაც 58 თამაშში მეტოქეთა კარი 51-ჯერ აიღო.
ბოლო დროს ბრაზილიელი ვარსკვლავის „ბარსელონაში“ ან „რეალ მადრიდში“ გადასვლასთან დაკავშირებით აქტიურად მიდიოდა საუბრები, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ფეხბურთელი მომდევნო სეზონსაც პარიზში გაატარებს.