ცნობილი გახდა, როდის შეძლებს „ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი მოედანზე დაბრუნებას.
როგორც ჟურნალისტი გასტონ ედული წერს, არგენტინელი ნამდვილად ვერ ითამაშებს 5 ოქტომბერს „ჩიკაგო ფაირის“ წინააღმდეგ. ელოდებიან, რომ მესი მინდორზე 8 ოქტომბერს „ცინცინატისთან“ მატჩში გამოჩნდება.
ლიონელ მესის კუნთის დაზიანების გამო ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა, მათ შორის აშშ-ის ღია თასის ფინალი, რომელშიც „ინტერ მაიამიმ“ 1:2 წააგო „ჰიუსტონ დინამოსთან“.
ამ მომენტისთვის მესის გუნდი 33 ქულით მე-13 ადგილზეა MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში.