ლიონელ მესი - 2021 წელს ლევანდოვსკი „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებდა #1TVSPORT
ლიონელ მესი - 2021 წელს ლევანდოვსკი „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კომენტარი გაუკეთა „ბაიერნის“ თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს. პოლონელმა გაკვირვება გამოთქვა იმაზე, რომ მესიმ არ მისცა მას ხმა The Best-ის პრემიის გამოკითხვისას, არადა, მანამდე განაცხადა, რომ ლევანდოვსკიმ დაიმსახურა „ოქროს ბურთი“ 2020 წელს.

„ყველა ლაპარაკობს იმას, რაც სურს. და ცხადია, რომ მას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი და თქვას ის, რაც მოესურვება. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიზიარებ იმას, რაც თქვა. და დიდ მნიშვნელობასაც არ ვანიჭებ ამას. მე არ მაინტერესებს მისი ნათქვამი.

მაგრამ ის სიტყვები, რომელიც მაშინ წარმოვთქვი, გულით იყო ნათქვამი, რადგან მე მართლაც ასე ვგრძნობდი სიტუაციას. მე ვთქვი, რომ მან დაიმსახურა „ოქროს ბურთი“ ერთი წლით ადრე, რადგან საუკეთესო იყო. მაგრამ იმ წელს, როცა პრიზი მე მოვიგე, ის არ ყოფილა საუკეთესო. თუმცა, იფიქროს ისე, როგორც სურს“, – განაცხადა მესიმ TyC Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესიმ მოიგო, რობერტ ლევანდოვსკი კი მეორე იყო. მაშინ არგენტინელმა განაცხადა, რომ პოლონელს პრიზი ერთი წლით ადრე უნდა მიეღო.