ლინცის გრანპრიზე საქართველოს ნაკრები რვა ძიუდოისტით იასპარეზებს #1TVSPORT
8-10 მარტს ავსტრიის ქალაქ ლინცში გასამართ ძიუდოს გრანპრიზე საქართველოს ნაკრების რვა სპორტსმენით იასპარეზებს – ირაკლი კუპატაძე (60 კგ), თენგო ზირაქაშვილი (66 კგ), ირაკლი ბეროშვილი (73კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), სოსო ებილაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე -100 კგ), უჩა ტაბატაძე, გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრების წევრებიდან ლინცის გრანპრიზე მხოლოდ ოთხმა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა – შეჯიბრებაზე დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.