რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. უელსელი ლინ ჯოუნსი გამოცდილი სპეციალისტია, რომელსაც წარსულში ისეთ კლუბებთან უმუშავია, როგორებიცაა „ოსფრეიზი“, „ლონდონ ველში“, „დრეგონზი“ და ნამიბიური „ველვიჩიასი“.
„დათვების“ მთავარი მწვრთნელის რანგში მან საკმაოდ ამბიციური პირველი კომენტარი გააკეთა:
„ამაყი ვარ, რომ რუსეთი ნაკრები ჩავიბარე, თუმცა ეს როლი დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ჩვენ რუსული რაგბის შორს მიმავალი განვითარების გეგმა გვაქვს.
გუნდს დიდი პოტენციალი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რუსეთის ნაკრებს „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ კონკურენტუნარიან გუნდად ვაქცევთ. პირველად მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი საქართველოსა და რუმინეთს დაამარცხებს“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოს ოცდაორჯერ შეხვდა, ოცჯერ დამარცხდა და „ბორჯღალოსნებისთვის“ 1993 წლის შემდეგ არ მოუგია.