საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონ ლილიან ტიურამის ვაჟი – კეფრენ ტიურამ-ულიენი, შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავიდეს. ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშით, „ლივერპული“ და „ჩელსი“ არიან დაინტერესებულნი.
„ინგლისური კლუბები აპირებენ შეიძინონ ნახევარმცველი ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს. 17 წლის ტიურამ-ულიენს ჯერ არ აქვს პროფესიული კონტრაქტი „მონაკოსთან“, ამიტომაც შეუძლია მცირე თანხის სანაცვლოდ დატოვოს კლუბი“, – დაწერა გაზეთმა „დეილი მეილმა“ (Daily Mail).
უმცროსმა ტიურამმა უკვე მოასწრო „მონაკოს“ პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამი მატჩის ჩატარება.