„ლილი“ ვიქტორ ოსემჰინის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს
„ლილი“ ვიქტორ ოსემჰინის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს

„ლილის“ თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსემჰინმა, შესაძლოა უახლოეს სატრანსფერო პერიოდში საფრანგეთის ჩემპიონატი დატოვოს და იტალიაში გადავიდეს, –  იუწყება Football Italia.

გამოცემის ინფორმაციით, 21 წლის ნიგერიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე „ნაპოლის“ წარმომადგენლები მოლაპრაკებას უკვე აწარმოებენ. ფრანგული მხარე არ ჩქარობს გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელის გასხვისებას და ოსემჰინის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ „ლილიმ“ ფეხბურთელის ღირებულება 60 მილიონი ევროთი განსაზღვრა.

„ნაპოლის“ გარდა, ვიქტორ ოსემჰინის შეძენეთ დაინტერესებულები არიან: „არსენალი“, „ტოტენჰემი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“. „ლივერპული“ და „ჩელსი“.