ფრანგული „ლილი“ მზად არის, ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმჰენი 60 მილიონ ევროდ გაყიდოს, მისი შეძენის მთავარ პრეტენდენტად კი იტალიური „ნაპოლი“ ითვლება. აღსანიშავია, რომ თავად ფეხბურთელი ახალ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს და წელიწადში 4 მილიონ ევროს ითხოვს. ამ ინფორმაციას საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
საფრანგეთის ჩემპიონატში ოსიმჰენი 2019 წლის აგვისტოს შემდეგ თამაშობს, როდესაც „ლილმა“ მის სანაცვლოდ ბელგიურ „შარლერუას“ 12 მილიონი ევრო გადაუხადა. მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა 38 მატჩი ითამაშა, გაიტანა 18 გოლი და ოთხი საგოლე პასი შეასრულა. მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ხუთი მატჩი და ორი გოლია.