ლილარდმა და მაკკალუმმა "პორტლენდს" "ოკლაჰომასთან" მოაგებინეს
ლილარდმა და მაკკალუმმა "პორტლენდს" "ოკლაჰომასთან" მოაგებინეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. “ოკლაჰომა სიტიმ” საკუთარ არენაზე “პორტლენდს” უმასპინძლა და მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით 105-108 დამარცხდა. გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო სი ჯეი მაკკალუმი იყო, რომლემაც 34 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. დემიენ ლილარდის ანგარიშზე 24 ქულაა. ოკლაჰომელთა რიგებში ყველაზე მეტი 23 ქულა რას ვესტრბუკი ანგარიშზეა. სტივენ ადამსმა 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 16 ქულა ჰქონდა პოლ ჯორჯს. “პორტლენდი” 45 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს. “ოკლაჰომა” კი 44 მოგებით მეოთხე პოზიციაზეა.

ბრუკლინი – კლივლენდი 114-121
მილუოკი – სან ანტონიო 106-103
ინდიანა – მაიამი 113-107
ტორონტო – კლიპერსი 106-117
ვაშინგტონი – ნიუ იორკი 97-101
საკრამენტო – ბოსტონი 93-104
ჰიუსტონი – ატლანტა 118-99
გოლდენ სტეიტი – იუტა 91-110