ლილარდის პირადი სარეკორდო 61 ქულა „გოლდენ სტეიტთან (ვიდეო)

„პორტლენდმა“ დღეს გამთენიისას „გოლდენ სტეიტი“ ოვერტაიმში 129-124 დაამარცხა, „ბლეიზერსის“ გამთამაშებელმა კი პირადი რეკორდი დაამყარა.

დემიენ ლილარდმა 61 ქულა დააგროვა, რაც მისი პირადი და „პორტლენდის“ ფრენჩაიზ რეკორდია. დემიენმა 37-დან 17 ორქულიანი, 20-დან 11 სამქულიანი და 16 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან ერთად მან 10 მოხსნა და 7 პასიც დააგროვა და ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა. ოვერტაიმში ბრძოლა სწორედ ლილარდმა გადაიყვანა.